ძვირფასო გულშემატკივრებო, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა . კლუბი ცდილობდა დაერწმუნებინა მთავარი მწვრთნელი დარჩენაში, მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მან გამოიყენა კონტრაქტით გათვალისწინებული მუხლი, რომელიც კლუბის დატოვების უფლებას უტოვებდა, აღნიშნული პუნქტის შეტანა მან ხელშეკრულებაში თავდაპირველადვე მოითხოვა.
მასთან ერთად გუნდს მწვრთნელის ასისტენტი ემანუელ რიბეირო დატოვებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლუბით და ჩვენი ქალაქით და ვფიქრობთ, რომ იყო გორის დილა-ს ნაწილი არის პრივილეგია და არა ვალდებულება. ჩვენ მადლობას ვუხდით რუის და ემანუელს ,,დილაში” გატარებული დროის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მათ მომავალ საქმიანობაში.
ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბის მომავალი მწვრთნელის რამდენიმე უცხოელი პრეტენდენტიდან საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ, რათა კლუბის ამბიციური მიზნები, რომელიც ამ სეზონში დავისახეთ ბოლომდე მივიყვანოთ. კლუბის სკაუტინგის დეპარტამენტი მფლობელებთან ერთად ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს გუნდის პოზიციური გაძლიერებისთვის 2 -4 მოთამაშით შესავსებად. ზემოთ აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას კლუბი ოპერატიულად მოგაწვდით.