24 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ანდორნიკაშვილი ,,დილას” ღირსებას დაიცავს. ახალგაზრდა უკანახაზელს ასევე შეუძლია თამაში საყრდენი ნახევარცველის პოზიციაზეც. იგი  35 -ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, პროფესიული საფეხბურთო კარიერის მანძილზე კი თბილისის ლოკომოტივისა და ქობულეთის შუქურას ღირსებას იცავდა. ანდორნიკაშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს 17- 19 და 21 წლამდე ნაკრებების წევრი იყო.

იხილეთ ვიდეო