27 წლის მარცხენა მცველი გიორგი ჯალაღონია ,,დილას” ფეხბურთელია. გიორგი ჩვენს კლუბს საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავიდან” შეუერთდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2 -ს ჩემპიონი გახდა და გუნდს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. გიორგი ჯალაღონიას კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედიას” და თბილისის ,,მერანის” რიგებში.
იხილეთ ვიდეო მის შესახებ