29 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე ,,დილას” ფეხბურთელია
ჩაბრაძე ჩვენს კლუბს ირანული ,,ზობ აჰანიდან” შემოუერთდა, გრიგოლ ჩაბრაძე ,,იბერიას” აკადემიის აღზრდილია და მისი ძირითადი გუნდის გარდა ნათამაშები აქვს ბათუმის ,,დინამოსა” და ,,თელავის” რიგებში.
გრიგოლ ჩაბრაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და ჯვაროსნების შემადგენლობაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული