დილა დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალშია. ჩვენმა გუნდმა 1/4 ფინალურ ეტაპზე, თბილისის სპაერი 1-2 დაამარცხა. ანგარიში დეო ბასინგამ, მე-16 წუთზე გახსნა,
რასაც 24-ე წუთზე, მისივე წაქცევისთვის დანიშნული, ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოყვა, თავი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინა, 0-2.
ერთადერთი საპუსუხო გოლის ავტორი, მეტოქის მხრიდან, გიორგი ცეცხლაძე გახდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, ჩვენი გუნდი, ნახევარფინალურ ეტაპზე ,,სამტრედიას” დაუპირისპირდება. დაპირისპირება 1 მატჩიანი იქნება, შეხვედრას კი სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენა, 30 ოქტომბერს უმასპინძლებს.