ეროვნული ლიგის მე -10 ტურში თბილისის დინამო 2:1 დავამარცხეთ. მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთენლის ასისტენტმა ირაკლი მოდაბაძემ მედიასთან ისუაბრა და შეხვედრა შეაფასა:

,,რთული თამაში იყო, რასაც ველოდით საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, მატჩი საინტერსოდ წარიმართა, გუნდს ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან წაადგება და მეტ თავდაჯერებულობას შეგვძენს. ბიჭებმა ყველა დავალება დამაჯერებლად შეასრულეს და ყველამ მოედანზე მაქსიმუმი გაიღო. მწირი რესურსიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში  გარკვეული ტაქტიკური ცვლილებების განხორცილება მოგვიწია, რამაც გვაიძულა მეორე ნომრად გაგვეგრძელებინა თამაში, თუმცა მთავარია, რომ მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ.

მინდა მადლობა ვუთხრა თოთოეულ ფეხბურთელს, მათ ამ შედეგისთვის ყველაფერი გაიღეს. გუნდი პროგრესირებს  და ყველაფერს ვაკეთებთ, ცხრილში მაღალი ადგილის დასამკვიდრებლად.

მადლობა ასევე მოსულ გულშემატკივარს, რომლებიც ბოლო წუთამდე მხურვალედ გვგულშემატკივრობდნენ”- თქვა ირაკლიმ

მატჩის მიმოხილვა