გორის საფეხბურთო ცხოვრების ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. ამ საქმის თაოსანი თბილისელი მამაკაცი, გვარად ნაჭყებია იყო. იგი კარგი ორგანიზატორი და მწვრთნელი ყოფილა. ფეხბურთში ღრმად ჩახედულმა გორელების სტუმარმა, მიიზიდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ქალაქის გარეუბანში თამაშობდნენ ფეხბურთს, ეცნობოდნენ სპორტის ახალი სახეობის საიდუმლოებას და ხვეწდნენ საკუთარ ოსტატობას.
1923-27 წლებში გორის საფეხბურთო გუნდი არსებობდა, რომლის წევრები იყვნენ: გ. გვერდწითელი, ჟ. ქერიჭაშვილი, პ. ზაბილონი, კ. კოვალენკო, ვ.მაჭავარიანი, ნ. ლისოვსკი, ზ. კიკნაძე, ი. შეფი, შ. კარატავა, ნ. გაგნიძე და სხვები. გუნდი საქალაქთაშორისო შეხვედრებს მართავდა ხაშურისა და სურამის საფეხბურთო კოლექტივებთან.
ვეტერანი გორელი ფეხბურთელის გ. მაჭავარიანის მოგონებიდან: გუნდი “მკურნალი“ ქალაქ გორის საავადმყოფოს თაოსნობით შეიქმნა და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებმა გუნდს შეუძინეს ფორმა და ბურთები, რაც მაშინ არც ისე იოლი საქმე იყო. ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ხაშურში, სურამში, კასპში და სხვაგან, მატარებლით მიემგზავრებოდნენ. მტკვრისა და ლიახვის შესართავთან საკუთარი ძალებით მოაწყვეს სათამაშო მინდორი, სადაც ახლა კულტურისა და დასვენების პარკია.
გორელ ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის დანერგვაში დიდი დამსახურება მიუძღვის ვ. ოქრუაშვილს. მისი ხელმძღვანელობით 1933 წელს ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელსაც “კიმი” ეწოდა. დაგისახელებთ მასში მოთამაშე ფეხბურთელებს: მ. მოციქულაშვილი, ი. ტლაშაძე, დ. ავბენაშვილი, მ. არავიაშვილი, მ.ინაური, ლ. მთვარელიძე, ო. აბუაშვილი, შ. და გ. ჯიოშვილები, ვ. მახარობლიძე, დ. ამბოკაძე, ი. აფციაური, დ. ხოდელი, ვ. ტურაშვილი, ვ.აივაზიშვილი, ი. ხუბულური, შ. აკოფოვი და ვ. სავადაშვილი.
1935-39 წლებში ქალაქის ნაკრები ჯერ “გორის“, ხოლო შემდეგ “დინამოს“ სახელით ასპარეზობდა. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გორის გუნდი რესპუბლიკურ პირველობაზე გამოდიოდა.
1946 წლის ივლისის ბოლოს, სტადიონის მინდორი და ბეტონის იარუსები მზად იყო. მაშინდელმა გუნდისთავმა ირაკლი ხუბულურმა, ექვს მოთამაშესთან ერთად გადაწყვიტა მისულიყო მაშინდელი მილიციის უფროს შაქრო კუდუხაშვილთან, რომელიც ამავდროულად საზოგადოება “დინამოს” თავმჯდომარეც იყო და სთხოვა ახალ სტადიონზე მატჩების ჩატარების ნება დაერთოთ.
ძველი, ძალიან ქვიანი სტადიონი ახლანდელი პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე არსებობდა. კუდუხაშვილმა სტადიონის მშენებლობის ინჟინერი სიმონ მაღალაშვილი დაიბარა და გააფრთხილა – გორის “დინამო” დღეიდან თამაშებს ახალ სტადიონზე ჩაატარებსო.
1947–48 წლებში ჩვენი ქალაქის გუნდი საქართველოს პირველობაზე გამოდიოდა “პიშჩევიკის“სახელწოდებით. ამ დროს 10 მოთამაშე თბილისიდან იყო მოწვეული და გუნდში მხოლოდ ერთი გორელი – ირაკლი ხუბულური თამაშობდა. იმ პერიოდში მთავარ მწვრთნელად ჟორა ჭუმბურიძედაინიშნა.
1948 წლის ბოლოს “პიშჩევიკი” დაიშალა და 1949 წლიდან გუნდი საქართველოს პირველობაზე კვლავ “დინამოს” სახელით ასპარეზობდა. ამ წლებში მწვრთნელად მუშაობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი გოგი მგალობლიშვილი.
1950 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელია ნიკოლოზ ხოდელი. ამ დროს გუნდში თამაშობდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ვლასი კობიძე, ოთარ გაბისონია, ირაკლი ხუბულური, ვალოდია კარპენკო, პეტრე ხიროვი, ვანია გრებლოვი, ოთარ საყვარელიძე, ზდისი ნოზაძე, უშანგი მარგიევი, ავთო ბეჟანიშვილი და გოგი ბალანჩივაძე, ჯუდო ლატარია, ვალოდია სირკო, გივი შუბითიძე და ვლადიმერ ქარელი.
1950 წლის 14 ივლისს ქ. ფოთში ჩატარდა მატჩი, იმ დღეს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო. ამავე წლის ივლისის ბოლოს, ამხანაგური თამაში ჩატარდა მაშინდელ სსრკ პირველ ჯგუფში მონაწილე მოსკოვის ვვს-თან. ამ გუნდის მწვრთნელი იყო გაიოზ ჯეჯელავა, რომელიც გუნდს გორში არ ჩამოჰყვა და მის ნაცვლად მისი ძმა, სპარტაკ ჯეჯელავა ხელმძღვანელობდა. თამაშის მე-12 წუთზე ბურთი ვვს-ს კარში გაიტანა ვანია გრებლოვმა, მაგრამ ის მატჩი, მაინც ვვს–ს გამარჯვებით (2:1) დასრულდა.
გასული საუკუნის 50-იან წლებში, გორის საფეხბურთო გუნდი “დინამო” ერთ-ერთი პოპულარული იყო საქართველოში.
1951 წელს გორის “დინამოს” მწვრთნელად დაინიშნა ლური ლოლაძე.
1952 წლის საქართველოს ჩემპიონატში პირველი ჯგუფის უძლიერეს გუნდებს შორის გორის დინამოელებიც მონაწილეობდნენ.
1955 წელს საქართველოს ჩემპიონატში 14 გუნდს შორის გორის “დინამომ” მეხუთე ადგილი დაიკავა.
“დილას” სახელით ჩვენი გუნდი 1961 წლიდან თამაშობს.
1963 წლის 16 ივნისს, საქართველოს პირველობაზე, “ა” კლასის გუნდებს შორის მორიგი მატჩი, გორის “დილასა” და თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს შორის შედგა. საკმაოდ საინტერესო თამაში გამოდგა. პირველ ნახევარში სტუმრებმა შეძლეს დაწინაურება, მაგრამ მეორე ტაიმი გორელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, რაც გატანილ გოლშიც აისახა. საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა.
ერთი კვირის შემდეგ გორს ეწვია გათამაშების ლიდერი ტყიბულის “მეშახტე”. ჩვენს გუნდს ამ დროისათვის 11 თამაშიდან დაგროვილი ჰქონდა 12 ქულა და იმყოფებოდა მერვე ადგილზე. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და იგი ჯიოშვილის მიერ გატანილი გოლით “დილამ” მოიგო.
საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გორელი ფეხბურთელები, ქუთაისის ხშირი სტუმრები იყვნენ, რადგან წლების განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში 2 ქუთაისური გუნდი – “დინამო” და “ტორპედო” გამოდიოდა. 1948 წლის 29 აგვისტოს, გორის ფეხბურთელთა გუნდმა ქუთაისის “დინამოს” უმასპინძლა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დამთავრდა.
1964 წელს გორის “დილამ” წარმატებით იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატზე და პირველად შეძლო საკუთარ ისტორიაში მეორე საპრიზო ადგილის დაკავება. ეს მიღწევა გორელებმა 1965 წელსაც გაიმეორეს. გუნდს ნამდვილად ეტყობოდა მათი მწვრთნელის, სპორტის ოსტატი ლ. ლოლაძის მზრუნველი ხელი.
კარს იცავდა გამოცდილი მეკარე გ. მერაბიშვილი, ასევე საიმედოდ გამოიყურებოდა მეორე მეკარეთ. ანიაშვილი.
ძლიერად თამაშობდა დაცვის ხაზი: ვ. კობიძე, ვ. გეგეჭკორი, ა. დარბაიძე, ჯ. ხიზანიშვილი, გ. გაბელაიას მეთაურობით.
იმ პერიოდში ძლიერად გამოიყურებოდა თავდასხმაც: ე. ნინოშვილი, კ. თურაზაშვილი, ო. რევაზაშვილი, რ. ტყემალაძე, ო. თოფურია, ლ. ხვადაგაძე.
1965 წლის საფეხბურთო სეზონი, 11 აპრილს გორში გამართული ამხანაგური მატჩით გაიხსნა. ჩვენი მეტოქე ლენინგრადის “ზენიტის” ძირითადი გუნდი იყო. მატჩი რუსმა ფეხბურთელებმა მოიგეს, რომლებიც კლასით ქართველებზე მაღლა იდგნენ. ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდნენ გორში ერთმანეთს. მასპინძლებს რევანში სურდათ, თუმცა დაძაბულ ორთაბრძოლაში მხოლოდ საპატიო ფრეს მიაღწიეს – 1:1. გორელთაგან გოლი ტყემალაძემ გაიტანა.
ამის შემდეგ გორელი გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდნენ “დილასა” და თბილისის “დინამოს” ამხანაგურ მატჩს, რომელიც 27 მაისს შედგა და სავსე ტრიბუნების თანდასწრებით გაიმართა. თამაში თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დამთავრდა.
“დინამომ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ჭელიძე, კოპინი, პეტრიაშვილი, ხარტიშვილი, ილიადი, დათუნაშვილი, ხუციშვილი, იამანიძე, ვეკუა.
გოლები: 0:1 ხუციშვილი (27), 0:2 სიჭინავა (59), 1:2 რევაზაშვილი (69).
1966 წლიდან გორის “დილა” საკავშირო პირველობაზე ასპარეზობს “ბ” კლასის მეოთხე ზონის გუნდებს შორის, სადაც 20 გუნდს შორის მე-12 ადგილი დაიკავა. მართალია, გუნდს არ ჰქონდა საკავშირო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება, მაგრამ იყო მონდომება, ერთგულება და საქმისადმი მამულიშვილური მიდგომა.
1967 წლის საკავშირო ჩემპიონატზე, “დილამ” საკმაოდ კარგად იასპარეზა და დაიკავა მე-3 ადგილი.
1968 წელს, გორის “დილას” ყოფილი მწვრთნელი ა. კოტრიკაძე გადაყვანილ იქნა რუსთავის “მეტალურგის” მწვრთნელად. ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელია საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ნესტორ ჩხატარაშვილი. მის ასისტენტად გურამ გაბუნია დაინიშნა.
1969 წელს გორის ფიზკულტურისა და სპორტის საქალაქო კომიტეტმა, გორის “დილას” მთავარ მწვრთნელად დანიშნა გიგა (ანატოლი) ლევანის ძე ნორაკიძე.
გასული საუკუნის 60–70-იან წლებში საქართველოს “ბ” კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ პრიზის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა გორის “დილამ,” რომელმაც გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის “გურიას” ეთამაშნენ. მატჩი თბილისის “სინათლის” სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა. გუნდების შემადგენლობები ასეთი გამოიყურებოდა:
“დილა“: თბილელაშვილი, ნასყიდაშვილი, კობიაშვილი, კოზინი, ვანიშვილი, მარღიშვილი, ჯორბენაძე, გელდიაშვილი, კაპანაძე, ბურჯანაძე, ივანოვი.
“გურია“: კაჭარავა, სანაძე, წილოსანი, ფილია, ქირია, შავდია, კოხრეიძე (მენთეშაშვილი), ჩხარტიშვილი, პერტენავა, ძიძიგური, სიხარულიძე (ნარიაშვილი).
გოლი: გელდიაშვილი (50).
მსაჯი: კ. ყრუაშვილი.
გორელებმა აღნიშნულ ტურნირზე 1969 წელსაც წარმატებით იასპარეზეს და ფინალში კვლავ იმარჯვეს. საბჭოთა კავშირის პირველობაზე „ბ“ კლასის მეცხრე ზონაში პირველი ადგილი დაიკავეს და დებულების თანახმად, გორის “დილამ” 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა” კლასის მეორე ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს: თ. სტეფანია, ს. თბილელაშვილი, რ. ნასყიდაშვილი, ი. გლავაცკი, ზ. ვანიშვილი, რ. ამბრიაშვილი, მ. კობიაშვილი, თ. ბურჯანაძე, გ. გელდიაშვილი, ჯ. მარღიშვილი, ვ. ფუტკარაძე, თ. მესხაძე, ვ. კაპანაძე, ვ. ივანოვი, თ. ჭანტურია, ვ. გრძელიშვილი, ვ. კოზინი.
მთავარი მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე და ასისტენტი გურამ გაბუნია.
შემდეგ წლებში საკავშირო ჩემპიონატებში გორის “დილამ” თავი ვერაფრით გამოიჩინა.
1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში. გადამწყვეტი მატჩი თბილისში, 21 ნოემბერს “დინამოს” სტადიონზე გაიმართა. მეტოქე ბათუმის “დინამო” იყო, რომელიც “დილამ” დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.
გუნდები ასეთი შემადგენლობით გამოვიდნენ.
“დილა“: ბერიძე, ბუძიშვილი, მელაძე, ჭელიძე, თაყაძე, რევაზიშვილი, ბერიკაშვილი, მღებრიშვილი, ხუციშვილი, ბუზალაძე, ბაქრაძე.
“დინამო” (ბათუმი): სურგულაძე (მამინაშვილი), წუწუნავა, ცინარიძე, კურცხალიძე, გიორგიადი (ვოლკოვი), კაკალაძე (დოლიძე), შელია, ბეჟანიძე, ოსაძე, გორგილაძე, ხახუდია (ბოხუა).
გოლები: ცინარიძე (23, ავტოგოლი), მელაძე (56), ბუზალაძე (80).
მსაჯი: თ. ფანიაშვილი.
1979 წელს “დილა” საკავშირო მეორე ლიგის მეორე ზონაში ასპარეზობდა, სადაც 22 გუნდს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.
სეზონში გორის “დილას” სპორტულ ღირსებას იცავდნენ: ნ. ცხოვრებოვი, კ. ნიკოლეიშვილი, ა. ჩიხლაძე, ე. ბერიკაშვილი, ზ. რამიშვილი, ა.ანდღულაძე, ვ. თაყაძე, თ. ადუაშვილი, ო. მელაძე, მ. ხუცურაული, ვ. ხაჩატურიანი, გ. ომიაძე, ი. ახალკაცი, ნ. ქერდიკაშვილი, ვ. ძებისაშვილი,თ, ბუზალაძე, გ. ქუნციაშვილი, ა. სტოიანი.
გუნდის მწვრთნელები: მეტრეველი და ვ. ხუციშვილი.
1980 წელს საკავშირო ჩემპიონატზე “დილამ” სუსტად იასპარეზა და 16 გუნდს შორის მე-12 ადგილი დაიკავა. ამ დროს გუნდის ღირსებას იცავდნენ:
რ. ბერიძე, ე. ბალიაშვილი, გ. ბესტაევი, ზ. დალაქიშვილი, ა. ჭეჭელაშვილი, ო. მელაძე, ვ. თაყაძე, ჯ. გაგნიძე, ბ. საბანაშვილი, მ.კულუმბეგაშვილი, ვ. ხაჩატურიანი, ი. ახალკაცი, მ. ხუციშვილი, მ. აკოფიანი, დ. შავდათუაშვილი, თ. ბუზალაძე, ვ. ძებისაშვილი.
გუნდის მწვრთნელები: ვ. ფუტკარაძე და ზ. ვანიშვილი.
რაც შეეხება 1982 წლის “დილას” შემადგენლობას, ის ასე გამოიყურებოდა:
გ. ახალაძე, ზ. ჩოჩიევი, გ. ბესტაევი, ბ. ქობესოვი, მ. კულუმბეგაშვილი, ლ. რაზმაძე, ვ. თაყაძე, მ. აბრამიშვილი, მ. კოდანაშვილი, ბ. საბანაშვილი, ა. ბასტაევი, მ. გაზაშვილი, ვ. ძებისაშვილი, ზ. გამყრელიძე, ნ. მალანია, ვ. ხანაშვილი.
1984 წელს გორის “დილამ” საკავშირო ჩემპიონატზე მეორე ლიგის მეცხრე ზონაში იასპარეზა და მე–6 ადგილი დაიკავა.
წარმატებული აღმოჩნდა გორელებისთვის 1986 წლის საკავშირო ჩემპიონატი, სადაც მძიმე ბრძოლებში გუნდმა საპატიო მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 1987 წელს “დილა” მე-10 ადგილს დასჯერდა. მაშინ “დილას” რიგებში თამაშობდნენ:
ზ. ჩოჩიშვილი, მ. ღლონტი, ა. იორამაშვილი, ბ. კობესოვი, თ. შალამბერიძე, ა. კონდრატოვი, მ. ხუციშვილი, ს. დუდა, კ.კომახიძე, გ. ნონიკაშვილი, ლ. ბოლოთაშვილი, შ. ტაბატაძე, თ. კოკოევი, ჯ. გაგნიძე, რ. მარღიშვილი, დ. შავდათუაშვილი, ო. ტიტვინიძე, ვ.კოშკაძე, ი. ხორგუაშვილი, ზ. ხორგუაშვილი, ა. ზაალიშვილი.
გუნდის მწვრთნელები: გ. გაბუნია და ვ. თაყაძე.
ჩვენ შეგნებულად წარმოვაჩინეთ 80-იანი წლების გორის “დილას” საბრძოლო შემადგენლობა. ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სისტემატიურმა ცვლამ ბუნებრივია, თავისი დაღი დაასვა გუნდის მაშინდელი თამაშის ხარისხს.
1986 წელს გორელებმა კიდევ ერთხელ ისახელეს თავი საკავშირო პირველობაზე, როცა პირველი ლიგის მე-9 ზონაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. ამას კვლავ მოჰყვა მცირე ჩავარდნა – მომავალ სეზონში “დილა” მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა.
რაც შეეხება საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატს (1990წ), “დილამ” 18 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავა.
„დილა“ ეროვნულ ჩემპიონატში სტაბილური გამოსვლით გამოირჩეოდა. გორელებს არასოდეს არ დამუქრებიათ უმაღლესი ლიგიდან გავარდნა, თუმცა არც მაღალი მიზნებისთვის უბრძოლიათ. ეს ყველაფერი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე გახლდათ.
2001 წელს კი „დილამ“ პირველად დატოვა უმაღლესი ლიგა. თბილისში გამართულ გადათამაშების მატჩში პირველი ლიგის ბინადარ წყალტუბოს „სამგურალთან“ დამარცხდა 2:0. გორელებმა პირველ ლიგაში ერთი წელი დაჰყვეს და კვლავ უმაღლესში აღზევდნენ. მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე გახლდათ.
2003–04 წლების სეზონში „დილა“ დაკავებული მე–5 ადგილით და ინტერტოტოს თასზე ასპარეზობით შემოიფარგლა, სადაც ბულგარეთის „მარეკთან“ ორი მატჩის ჯამში გამოეთიშა ასპარეზობას (0:0, 0:2). აღნიშნულ სეზონზე „დილამ“ ასევე თასის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა. ამ პერიოდში გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ვანო ხორგუაშვილი გახლდათ.
შემდეგ იყო „დილასთვის“ ყველაზე ცუდი და დუხჭირი პერიოდი. 2007-08 წლების სეზონზე „დილამ“ უმაღლესი ლიგა დატოვა. პირველ ლიგაში ასპარეზობისას აღმოსავლეთ ზონაში გუნდმა შუა ადგილები დაიკავა. 2008-09 წლების სეზონზე კი კლუბი უსახსრობის გამო რეგინალლიგაში დაქვეითდა. გუნდი ახალგაზრდა გორელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. „დილამ“ რეგიონალლიგაში მწვრთნელები: გიორგი ტუღუში და ვლადიმერ ელიაური, ხელმძღვანელობით პირველი ადგილი მოიპოვა და კვლავ პირველ ლიგაში აღზევდა.
2010-2011 წლების სეზონზე კლუბს „დილას“ ყოფილი ფეხბურთელი რევაზ ხაჭაპურიძე ჩაუდგა სათავეში, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ჩემპიონატის პირველი ნახევარი ჩაატარა, მეორე ნახევარში კი „დილა“ ახალგაზრდა სპეციალისტმა გია ცეცაძემ ჩაიბარა. აღნიშნულ გათამაშებაში გორელებმა მესამე ადგილი დაიკავეს და პლეიოფში უმაღლესი ლიგის ბინადარ სამტრედიასთან შეხვედრაში, რომელიც თბილისში ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა 2:0 გაიმარჯვეს. ორივე გოლი დავით რაჟამაშვილმა გაიტანა.
რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას, „დილამ“ სადებიუტო სეზონი მეხუთე ადგილითა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე წარმატების მიღწევით დაასრულა. თასზე „დილამ” ერთმანეთის მიყოლებით შეძლო სოხუმის “აეტის” (2:0, 3:0), თბილისის “დინამოს” (2:2, 0:0), ზუგდიდის “ბაიას” (2:2, 5:2), “გაგრასა” (2:1, 0:1) და ფინალურ მატჩში “ზესტაფონის” (4:1) ძლევა და პირველად ეროვნულ სარბიელზე ასპარეზობის ისტორიაში საპატიო ტიტულის დასაკუთრება შეძლო.
გაგაცნობთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ამ სამახსოვრო მოვლენამდე გუნდის მიყვანაში საკუთარი წვლილის შეტანა შეძლეს: მირზა მერლანი, ბექა შეყრილაძე, ბესიკ კეჩხუაშვილი, ილია ლომიძე,გივი ქარქუზაშვილი, ნოდარ მაჭავარიანი, თემურ შათირიშვილი, ვლადიმერ ჯოჯუა, თორნიკე სტეფნიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, დავითრაჟამაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, გია თოდუა, რომან ახალკაცი, რომან გოგინაშვილი, ლევან ჩაგელიშვილი, ნიკოლოზ სადაღაშვილი, ოლეგ გველესიანი, პავლე ხორგუაშვილი, ირაკლი ბერაია, ვალტერ ხორგუაშვილი, დავით ბაქრაძე, ვაჟა ნემსაძე, დავით ჭითანავა, მარინ სკენდერი, კახა ალადაშვილი, ალექსანდრე ინწკირველი, ლაშა თოთაძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია, სანდროგურული, ზურაბ არზიანი, გიორგი კახელიშვილი, რევაზ ჯიქია, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ხუბუა, ივანე კანდელაკი, ლაშა სალუქვაძე, გიორგიილურიძე, რევაზ ბარაბაძე, მათე ვაწაძე, გიგა ბეჭვაია, ბექა ჯაფარიძე, გოჩა ხოჯავა.
“დილას” მთავარი მწვრთნელის პოსტი 2011–2012წწ სეზონში სხვადასხვა დროს ეკავათ: გია ცეცაძეს, რამაზ სოღოლაშვილს, თემურ მახარაძესა და თემურ შალამბერიძეს.
საქართველოს თასის მფლობელის რანგში, გორის “დილამ” უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზეც წარმატებით იასპარეზა და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ამ პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. 2012 წლის ზაფხულში, თემურ შალამბერიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ დანიური “ორჰუსი” (2:1, 3:1)ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი კვიპროსული “ანორთოსისი” (0:1, 3:0). პლეი ოფში გორელთა მეტოქე პორტუგალიის “მარიტიმუ“ გახლდათ, რომელთანაც უკვე ვეღარაფერი გავაწყვეთ (0:1, 0:2).
2012–2013წწ ეროვნული სეზონი, ევროტურნირზე ქანცგამოლეულმა “დილამ” წარუმატებლად დაიწყო. საწყის 4 ტურში მოპოვებული მხოლოდ 1 ქულა გახდა იმის საბაბი, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაზე ეფიქრა. 2012 წლის 9 სექტემბრიდან გუნდი ჩაიბარა გიორგი დარასელიამ, რომლის თავკაცობით “დილამ” XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამართულ დარჩენილ 18 მატჩში 16 მოიგო. გორელებმა 49 ქულა დააგროვეს და გათამაშების ლიდერ თბილისის “დინამოს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
გუნდი ზამთრის შესვენებაზე ცნობილმა ლიტველმა სპეციალისტმა ვალდას ივანაუსკასმა ჩაიბარა, რომლის სამწვრთნელო მიღწევა შოტლანდიურ “ჰართსში“ ქვეყნის თასის მოპოვება და ვერცხლის მედლები გახლდათ.
ვალდას ივანაუსკასის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი სუპერთასზე თერთმეტმეტრიანების სერიით დათმო „ზესტაფონთან“.
მოგვიანებით ვალდას ივანაუსკასმა „დილაში“ შოტლანდიური მიღწევა გაიმეორა და გუნდს ვერცხლის მედლები მოუტანა. „დილამ“ კი ეროვნული ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ლიგის საგზური.
სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბი დატოვა ლიტველმა სპეციალისტმა ვალდას ივანაუსკასმა. მის მაგივრად კი ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გიორგი დევდარიანი ჩაუდგა სათავეში.
შემადგენლობაში მოხდა გარკვეული ცვლილებები. „დილამ“ ევროპის ლიგისთვის დაიწყო მზადება. გუნდი ახალი შეკრებილი გახლდათ და ნაკლები იყო წარმატების შანსი საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა კლუბმა წინა გათამაშების მსგავსად აქაც პლეიოფს უწია. თან ეს საკმაოდ ლამაზ სტილში მოახერხა. საკმაოდ რთული იყო მეორე ეტაპზე დანიური „ოლბორგის“ ბარიერის დაძლევა. თბილისში გამარჯვების შემდეგ (3:0 გოლები: მოდებაძე, გორელიშვილი (2)) „დილამ“ სტუმრად 0:0 ითამაშა.
მესამე ეტაპზე „დილას“ ხორვატული „ჰაიდუკი“ ერგო. პირველი შეხვედრა ქ. სპლიტში 32 000 გულშემატკივრის თანდასწრებით და საოცარი გულშემატკივრობის ფონზე „დილამ“ გიორგი ილურიძის გოლით მოიგო. განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 8 აგვისტოს გაიმართა გრიგოლ დოლიძის ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა და „დილამ“ კვლავ მოიპოვა პლეიოფში თამაშის უფლება.
ვენის „რაპიდი“ გადაულახავი ბარიერი გამოდგა, ისევე როგორც წინა გათამაშებაში პორტუგალიური „მარიტიმუ“.
ეროვნულ ჩემპიონატში რამოდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ გიორგი დევდარიანმა კლუბი დატოვა. მის მაგივრად კი კლუბში მომუშავე რამაზ სოღოლაშვილი დაინიშნა. პირველი წრის შემდეგ „დილა“ მესამე ადგილზე იყო და საკმაოდ კარგი შანსი გააჩნდა ზედა ექვსეულში მოხვედრის, თუმცა რამოდენიმე წარუმატებელი შეხხვედრის შემდეგ, გუნდმა ვერ მოახერხა მედლებისთვის მებრძოლ პირველ ექვსეულში მოხვედრა.
გორელთათვის ევროტურნირებზე მოხვედრის ერთადერთი შანის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე წარმატებული გამოსვლა გახლდათ, თუმცა 1/4 ფინალურ ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ ძლევის ემდეგ (2:1, 2:0) ნახევარფინალში „დილა“ თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა (0:1, 2:4). ამ ეტაპზე უკვე რამაზ სოღოლაშვილის მაგივრად მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე გახლდათ.
„დილამ“ XXV ეროვნული ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა. XXVI ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას „დილა“ ახალი მწვრთნელით შეხვდა. გუნდი ჩაიბარა 25 წლის ახალგაზრდა სპეციალისტმა უჩა სოსიაშვილმა, რომელიც მანამდე პირველი ლიგის აწ უკვე უმაღლესი ლიგის ბინადარ „სამტრედიის“ და თბილისის „დინამო 2“-ის მთავარი მწვრთნელი გახლდათ