26 წლის მეკარე ლუკა სანიკიძე ,,დილას” ფეხბურთელია.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ✅

ლუკამ საფეხბურთო კარიერა ,,იბერიას” რიგებში დაიწყო, რის შემდეგაც კარიერა საფეხბურთო კლუბ ,,თელავში” განაგრძო, შემდეგ მის კარიერაში იყო ლატვიური ,,ლიეპაია” ბოლოს კი საფეხბურთო კლუბი ,,შტურმი”.

ლუკა სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს 20 და 21 წლამდელთა ნაკრების წევრი.