27 წლის მარჯვენა მცველი ნიკოლოზ მალი ,,დილას” ფეხბურთელია.
იბერიას აღზრდილი ფლანგის მცველი დილაში გადმოსვლამდე უზბეკეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა, მანამდე კი მშობლიური ,,იბერიას” გარდა თბილისის და ბათუმის დინამოს ღირსებას იცავდა. ნიკა საქართველოს ორ გზის ჩემპიონია 2018 წელს იბერიას ხოლო 2022 წელს თბილისის დინამოს მაისურით. იგი ასევე ორგზის საქართველოს თასის გამარჯვებულია საქართველოს სუპერთასი კი ერთხელ აქვს მოპოვებული. ნიკა მალს აქვს მდიდარი სანაკრებო გამოცდილებაც იგი იცავდა როგორც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.
იხილეთ ვიდეო მის შესახებ