22 წლის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს. იგი ჩვენს კლუბს თბილისის დინამოდან წლის ბოლომდე იჯარის წესით შემოუერთდა.
ნოდარ ლომინაძემ კარიერა ,,რუსთავის” აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც ჯერ თბილისის დინამოს აკადემიაში ჩაირიცხა, შემდეგ კი დინამოს მთავარ გუნდში დაწინაურდა. კარიერის განმავლობაში, იგი იჯარის წესით, ასევე თამაშიბდა ,,გაგრას” და ,,სამგურალის” რიგებში.
 ნოდარ ლომინაძეს U17 დან U21 წლამდე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. მან ასევე იასპარეზა საქართველოში გამართულ U21-ის ევროპის ჩემპიონატზე.