34 წლის პორტუგალიელი გამოცდილი ცენტრალური მცველი პედრო მენდეში ,,დილას” ფეხბურთელია. ფეხბურთესლა და კლუბს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. პედრო მენდეშს შთამბეჭდავი კარიერა აქვს.
მან საფეხბურთო კარიერა ,,სპორტინგში” დაიწყო, რის შემდეგაც მადრიდის ,,რეალის” მე-2 გუნდში ჩაირიცხა. ამის შემდეგ მის კარიერაში იტალიის სერია ა-ს 2 კლუბი: ,,პარმა” და ,,სასუოლო” იყო, რის შემდეგაც ლიგა 1 მიაშურა და ჯერ ,,რენის” შემდეგ კი ,,მონპელიეს” ღირსებას იცავდა.
მენდეში პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად ასპარეზობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.