27 ივლისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. ჩვენი გუნდი წყალტუბოში ადგილობრივ ,,სამგურალს” ესტუმრა და მეტოქე უგულო ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის მთავარ გმირად ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა სანიკიძე იქცა, რომელმაც აღნიშნულ სერიაში 2 პენალტის მოგერიება შეძლო, დილმა კი საბოლოოდ სერიაში 5-4 იმარჯვა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე წილისყრის შედეგად გამოვლინდება