ჩვენმა გუნდმა თბილისის იბერია 3-1 დაამარცხა, დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო და ისტორიაში პირველად საქართველოს სუპერთასის გათამაშების ფინალში გავიდა.
დილას მხრიდან გატანილი გოლების ავტორები დეო ბასინგა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ოთარ ფარულავა გახდნენ.
ჩვენი კლუბის მეტოქე 27 ივნისს, სპაერი– ტორპედოს შორის გაირკვევა, ფინალური მატჩი კი 2 ივლისს გაიმართება.