სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარიქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ჩასატარებელი ყველა მატჩის განრიგი შეიცვალა. თავდაპირველად  21 მარტს ჩვენს გუნდს ,,დინამო არენაზე” თბილისის დინამოსთან უნდა ეთამაშა, თუმცა აღნიშნული ტრაგიკული ფაქტიდან გამომდინარე, ზემო აღნიშნული შეხვედრის ახალ თარიღად 3 აპრილი განისაზღვრა. ჩვენი კლუბის სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო.