30 ოქტომბერს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალურ მატჩში ეროვნული ლიგა 2 -ის წარმომადგენელ ,,სამტრედიას” სტუმრად 2-0 ვძლიეთ და კლუბის ისტორიაში მეორედ, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.
შეხვედრის ძირითადი დრო უგოლო ფრით დასრულდა, რის შემდეგაც, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ მატჩში გარკვეული კორექტივები შეიტანა და სათადარიგოთა სკამიდან შოთა შეყილაძე და კოფი ბოანსი ჩართო, სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი დამატებით დროში. ანგარიში შეხვედრის მე -100 წუთზე, ჯერ კოფო ბოანსიმ გახსნა და სადებიუტო გოლით დილა დააწინაურა,
შეხვედრის მიწურულს, 120-ე წუთზე კი შოთა შეყილამძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა,2-0.
თასისი ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის ,,იბერიასა” და ბათუმის დინამოს შორის გაირკვევა, ფინალი მაწსპინძელი სტადიონი და ჩატარების თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

