ჩვენი გუნდი საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 2025 წლის გათამაშების გამარჯვებულია. აღნიშნული ტიტული დილამ არსებობის ისტორიაში პირველად, ფინალში სპაერის დამარცხების შედეგად მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში გოლები ჟოაო არაუჟომ და გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანეს, მეტოქემ კი საპასუხოდ ვერც ერთი ბურთის გატანა ვერ მოახერხა და შესაბამისად მატჩში 2-0 ვიმარჯვეთ.