10 ივლისს უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ჩვენმა გუნდმა გასვლით მატჩში, ლუქსემბურგის კლუბ ,,რასინგს“ 2-1 მოუგო და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც გორში 17 ივლისს გაიმართება, უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 52 -ე წუთზე თავი გერმანელმა ნახევარმცველმა – დომინიკ შტოლცმა გამოიჩინა, რასაც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა 60-ე წუთზე უპასუხა- 1-1.
შეხვედრაში საბოლო ანგარიში ჩვენი გუნდის ლეგიონერმა სირილ ედუძიმ დააფიქსირა, რომელმაც 78 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ჩვენი გუნდი საქართველოში გამარჯვებული დააბრუნა. საპასუხო მატჩს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი 17 ივლისს 20 :00 საათზე უმასპინძლებს, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ჩვენი გუნდის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, ლატვიურ ,,რიგას” 24- 31 ივლისს დაუპირისპირდება.