იბრაჰიმა დრამე კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს. იგი ,,ბნეი სახნინის” რიგებს საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდება.
სენეგალელმა შემტევმა, ,,დილას” რიგებში, ყველა ტურნირზე, 57 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლს და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
წარმატებებს ვუსურვებთ იბრაჰიმას ახალი კლუბის მაისურით