ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრმა ნუნო კოშტამ ,,დილა” დატოვა. პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბში 2 სეზონის მანძილზე მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში გუნდმა მასთან ერთად მოიპოვა საქართველოს თასი, სუპერთასი და იასპარეზა უეფას კონფერენს ლიგაზე.
მადლობას ვუხდით ნუნო კოშტას ჩვენს კლუბში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში.