საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა სანაკრებო პაუზა ამხანაგური მატჩებით შეავსო და ყაზახ თანატოლებს 2 მატჩიან სერიაში დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი დღეს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 6-2 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში ჩვენი გუნდის ნახევარმცველი გიორგი კობახიძე 76-ე წუთიდან ჩაერთო. ამ გუნდების მეორე მატჩი 30 მარტს, კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.