შეთანხმება მიღწეულია! ჩვენს გუნდს 46 წლის სპეციალისტი – ლევან კორღალიძე გაწვრთნის.
ლევან კორღალიძემ სამწვრთნელო კარიერა თბილისის ,,ლოკომოტივში” ასისტენტი მწვრთნის პოზიციაზე დაიწყო, რის შემდეგ ჯერ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, შემდეგ კი კარიერა თბილისის ,,იბერიაში” გააგრძელა, სადაც სხვადასხვა დროს რამდენჯერმე დაბრუნდა და გუნდს როგორც საქართველოს ჩემპიონის ასევე საქართველოს თასის გამარჯვებულის ტიტულები მოუტანა. კორღალიძეს აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობის გამოცდილებაც, იგი 2023-24 წლების სეზონში ყაზახური ,,ჟენისის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
აღსანიშნავია რომ ლევანისთვის ,,დილა” უცხო გარემო არ იქნება, იგი 2013-14 წლების სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.
მადლობას ვუხდით კომპანია “ბენე სპორტს” ჩართულობისა და გაწეული დახმარებისთვის. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ლევანს ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში