სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე, ჩვენი გუნდის მეტოქე ქუთაისის ,,ტორპედო” იქნება. ფინალისტის ბედი ერთმატჩიან დუელში გადაწყდება. აღნიშნულ მატჩს გორში – თენგი ბუჯანაძეზე, 27 ივნისს 21:00 საათზე გავმართავთ.
წყვილების გამარჯვებულები ფინალს, ხოლო დამარცხებულები მატჩს მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.
ორივე მატჩი პირველ ივლისს გაიმართება.