სან- მარინოს ,,ვირტუსთან” გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – დიამანტას ვავალისმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა

,,ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. თამაშს ხარისხობრივად თუ შევაფასებთ შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ და ეს მათი მაქსიმუმი არ არის, თუმცა შედეგი თამაშზე უფრო მნიშვნელოვანია. მართალია, ერთი შეცდომა დავუშვით, თუმცა ბიჭებმა იბრძოლეს და მატჩის შემოსატრიალებლად დიდი შრომა გაწიეს.
💬ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას, რადგან წინ რთული თამაში გველის და წარმატებისთვის დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიწევს.
💬 მართალია ამ მატში 3-1 ვიმარჯვეთ, თუმცა განმეორებითი მატჩი ჩვენთვის 0-0 დან უნდა დაიწყოს და ამ მატჩსაც ისეთვივე კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ როგორც, მატჩს უპირატესობის გარეშე.
მინდა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი მხარს გვიჭერდნენ ბოლო წუთამდე და განსაკუთრებით მატჩის რთულ მონაკვეთებში”-  განაცხადა მან.
         მატჩის მიმიხილვა