ძვირფასო გულშემატკივრებო გაცნობებთ რომ 8 აგვისტოს ეროვნული ლიგა-ს მე-20 ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა თბილისის FC Iberia 1999– თან გადადებულია.
აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბების შეთანხმების შედეგად, ,,იბერია 1999-ის ” ევროტურნირებზე მონაწილეობითაა განპირობებული, ჩვენი კლუბისთვის კი პრიორიტეტულია ხელი შევუწყოთ ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე, როგორც საკუთარი, ასევე ქვეყნის პრესტიჟის დაცვასა და მაქსიმალურად მაღალშედეგიანად ასპარეზობაში.
მოგეხსენებათ ,,იბერია 1999″ ,,ჩემპიონის გზით” გადის ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპს, რაც მას შანსს აძლევს ევროპა ლიგის, ან ალტერნატიულ შემთხვევაში, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შევიდეს, აღნიშნული კი ისტორიული წარმატების მომტანი შედეგი იქნება, როგორც კლუბის ასევე ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, რაშიც გვსურს ,,იბერიას” წარმატებები ვუსურვოთ.
მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.