უეფას კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სლოვაკურ ,,დუნაიკსა” სტრედას” 2:0 ვძლიეთ და ორი მატჩის ჯამში 3-2 გამარჯვებით მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. მატჩში ანგარიში ტიერი გეილმა 33 -ე წუთზე გახსნა. საბოლოო ანგარიში კი იმ მატჩში გუნდის კაპიტანმა, ალეფ სანტოსმა 78-ე წუთზე დააფიქსირა.
მატჩის გოლები
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინული ,,ვორსკლა” იქნება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 27 ივლისს პოლონეთის ქალაქ ტიხში შედგება. მატჩი თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.
მასპინძელი სტადიონი ქალაქ ტიხში