ჩვენი გუნდის ერთ ერთი წამყვანი ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

სანდრომ დილას რიგებში 3 სეზონის განმავლობაში ითამაშა და კლუბის მიერ მიღწეულ წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სანდროსთან ერთად დილამ 2 ჯერ იასპარეზა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც სანდოს როლი ასევე გამოსარჩევია.
გარდა ამისა ანდრონიკაშვილი დილასთან ერთად თითოჯერ გახდა საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი, ხოლო ეროვნულ ლიგაში 2 ჯერ ბრინჯაოს და ერთხელ ვერცხლის პრიზიორი.
შიდა ასპარეზზე მოპოვებულ ამ ტიტულებში ანდრონიკაშვილი კლუბისთვის ერთ ერთი საკვანძო მოთამაშე გახლდათ როგორც ტაქტიკური ისე მენტალური თვალსაზრისით.

კლუბში გადმოსვლის შემდეგ ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ჩვენი გუნდის მაისურით ჯამში 84 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 14 გატანილი გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა

მადლობას ვუხდით სანდროს ჩვენი კლუბის წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში